NTG.GE
  • ახალი ამბები
  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ინვესტიციები
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგიები
  • პოლიტიკა
  • ჯანმრთელობა
  • კრიპტო
No Result
View All Result
ntg.ge
  • ახალი ამბები
  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ინვესტიციები
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგიები
  • პოლიტიკა
  • ჯანმრთელობა
  • კრიპტო
No Result
View All Result
NTG.GE
No Result
View All Result
Home ბაზარი

კიბე კონსალტინგი – როდესაც კონსალტინგი ციფრულ სერვისებს ერწყმის

NewsTodayGeorgia by NewsTodayGeorgia
23.03.2026
in ბაზარი, ბიზნესი, სიახლეები, ტექნოლოგიები
0
2
SHARES
884
VIEWS

 საქართველოს ციფრული ბაზარი სავსეა კომპანიებით, რომლებიც ბიზნესებს მრავალფეროვან მომსახურებებს სთავაზობენ, თუმცა ხარისხიანი სერვისის მიღება და პასუხისმგებლიანი პარტნიორის შერჩევა კვლავ გამოწვევად რჩება, ეს პროცესი ხშირად დიდ დროს, რესურსსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამ პრობლემის პასუხად შეიქმნა „კიბე კონსალტინგი“ – კომპანია, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ ციფრულ სააგენტოდ არ აღიქვამს და მიზნად ისახავს დამკვეთთან გრძელვადიანი, კონსალტინგურ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შექმნას. კომპანიის თანადამფუძნებლის, სოლომონ სვანიძის თქმით, იდეა პრაქტიკული საჭიროებიდან გაჩნდა: სხვადასხვა ბიზნესში ჩართულობისას მათ თავად დასჭირდათ ციფრული სერვისები, თუმცა ვერ მიიღეს ის ხარისხი და სტანდარტი, რასაც ელოდნენ. პარტნიორის მოძიება ხშირად გადაიქცა გაუთავებელ ძიებად. სხვადასხვა სააგენტოსთან არათანაბარი გამოცდილება, პასუხისმგებლობის დეფიციტი და შედეგზე ორიენტაციის ნაკლებობა ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებდა. სწორედ ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრობლემა ინდივიდუალური არ იყო და სისტემურ ხასიათს ატარებდა, რის შედეგადაც გაჩნდა იდეა – შექმნილიყო კომპანია, რომელიც ამ ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანდა.

შეიძლება ასევე მოგეწონოთ

„აგურილენდი“  – როდესაც ბიზნესი სიყვარულით იწყება და ხარისხით გრძელდება

როგორ იქმნება შინიონები Wigs Room-ის საწარმოში?

ბუნებრივი VS ხელოვნური პარიკები – რა განსხვავებაა მათ შორის?

 დღეს კიბე კონსალტინგი აერთიანებს ციფრული სერვისების სრულ სპექტრს  ვებ დეველოპმენტს, ბრენდინგს, სოციალური მედიის აუთსორსინგს, სარეკლამო მართვას, SEO ოპტიმიზაციასა და AI ავტომატიზაციას. თუმცა მისი მთავარი განსხვავება მხოლოდ სერვისების მრავალფეროვნება არ არის; მთავარი ღირებულება ინტეგრირებულ მიდგომაში მდგომარეობს, კლიენტი იღებს სრულ ციფრულ ჯაჭვს ერთ სივრცეში, რაც ამცირებს კომუნიკაციის ხარჯს, ზრდის ეფექტურობას და გამორიცხავს ფრაგმენტულ მუშაობას. მაგალითად, სოციალური მედიის კონტენტი განსაზღვრავს ტრეფიკის ხარისხს, SEO ამ ტრეფიკს კონვერტირებად მოთხოვნებში გარდაქმნის, ხოლო ვებგვერდი საბოლოო შედეგს  გაყიდვებსა და ლიდებს  უზრუნველყოფს. კიბე კონსალტინგში ეს პროცესები ერთიან სტრატეგიულ სისტემაშია მოქცეული, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს არა ცალკეული აქტივობებით, არამედ მთლიანად დაგეგმილი სტრატეგიით იმოქმედონ.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ადამიანური რესურსია. მისი მოდელი ეფუძნება ძლიერი პროფესიონალების შერჩევას, მათ შორის ეფექტურ კოლაბორაციას და ერთიანი მიზნისკენ მუშაობას. კიბე კონსალტინგი არ მოქმედებს როგორც გარე შემსრულებელი, ის პოზიციონირებს საკუთარ თავს, როგორც დამკვეთის შიდა გუნდის ნაწილი, პარტნიორი, რომელიც პროცესს შიგნიდან ხედავს და მართავს. ამასთან, პარტნიორობა მხოლოდ ტექნიკურ კომპეტენციებზე არ იწყება. პირველი და მთავარი ფილტრი ღირებულებებია, გამჭვირვალობა, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, მდგრადობა და ინოვაციურობა. სოლომონ სვანიძის თქმით, სანამ პოტენციური პარტნიორი ამ პრინციპებს არ იზიარებს, თანამშრომლობა არ იწყება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღირებულებები დეკლარაციულ დონეზე არ რჩება — ისინი განსაზღვრავს გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით რთულ და გაურკვეველ სიტუაციებში, სადაც მოკლევადიან სარგებელზე მეტად ყურადღება გრძელვადიან შედეგზე და სამართლიანობაზეა გამახვილებული.

 მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს, უკვე აქვს მნიშვნელოვანი შედეგები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი იყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში ბიზნესებს ციფრული ტრანსფორმაციისთვის დაფინანსება ეძლევათ. ამ პროგრამის ფარგლებში კიბე კონსალტინგმა უკვე შექმნა ვებგვერდები დაახლოებით 12 მეწარმე სუბიექტისთვის და აქტიურად მონაწილეობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულებაში. ეს შედეგები, მიუხედავად საწყისი მასშტაბისა, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანიის განვითარებაში და ქვეყნის ეკონომიკაში მისი წვლილის ფორმირებაში.

დღეს ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ციფრული სერვისების მიმართ არსებული სკეპტიციზმია. წლების განმავლობაში დაგროვილმა ნეგატიურმა გამოცდილებამ ბევრ ბიზნესს გაუჩინა უნდობლობა სააგენტოებთან თანამშრომლობის მიმართ, ხშირად სერვისი არ პასუხობდა მოლოდინებს, ვადები ირღვეოდა და პასუხისმგებლობა შედეგზე ბუნდოვანი იყო. კიბე კონსალტინგი ამ რეალობის შეცვლას ცდილობს იმით, რომ თითოეულ პროექტს განიხილავს არა როგორც ერთჯერად დავალებას, არამედ როგორც გრძელვადიანი პროცესის ნაწილს, სადაც მთავარი არის არა მხოლოდ შესრულება, არამედ მიღწეული შედეგი და მისი გავლენა ბიზნესზე.

კომპანიისთვის მარკეტინგი და ციფრული ინსტრუმენტები არ არის დამხმარე ელემენტი,  ეს არის მისი ზრდის ძირითადი ბერკეტი რაც ნიშნავს, რომ კომპანია საკუთარ მაგალითზეც აჩვენებს, როგორ შეიძლება ციფრული არხები იქცეს ბიზნესის განვითარების ცენტრალურ ძალად. წარმატების აღქმაც ამავე ლოგიკას ეფუძნება — სოლომონ სვანიძე წარმატებას მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებთან არ აკავშირებს. მისი ხედვით, წარმატება ნიშნავს ადამიანების გაერთიანებას საერთო მიზნის გარშემო და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას კომპანიის გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში, რაც ქმნის ეკოსისტემას, სადაც ერთიანდება გუნდი, პარტნიორები და კლიენტები.

მომავლის მიმართულებით კიბე კონსალტინგი უკვე მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციაზე. კომპანიის მიზანია 2026 წელს მინიმუმ ერთი AI პროდუქტის ბაზარზე გამოტანა და პრაქტიკაში ჩვენება, როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ინტეგრირება იქცეს არა მხოლოდ ეფექტურობის ზრდის, არამედ სტრატეგიული განვითარების ინსტრუმენტად. ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ ხედვისა, რომლის მიხედვითაც ბიზნესებმა თანამედროვე ციფრული შესაძლებლობები უნდა გამოიყენონ არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემურად და სიღრმისეულად.

საბოლოოდ, კიბე კონსალტინგი წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება პირადი ნეგატიური გამოცდილება გარდაიქმნას ბიზნეს იდეად, პრობლემა — პროდუქტად, ხოლო სერვისი — პარტნიორობად. კომპანია ცდილობს, ციფრული მომსახურების მიმართ არსებული უნდობლობა ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობად გარდაქმნას და ბაზარზე დაამკვიდროს ახალი სტანდარტი, სადაც ტექნოლოგია და კონსალტინგი ერთიანდება.

Share4Tweet2Share1
NewsTodayGeorgia

NewsTodayGeorgia

თქვენთვის რეკომენდებული

„აგურილენდი“  – როდესაც ბიზნესი სიყვარულით იწყება და ხარისხით გრძელდება

by NewsTodayGeorgia
22.07.2026
0

   საქართველოში ბუნებრივი თიხის აგურისა და დეკორატიული ფილების ბაზარზე „აგურილენდი“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სივრცედ ჩამოყალიბდა. კომპანიის დამფუძნებლის, შორენა ჩიტაიშვილის თქმით, მათი მთავარი ღირებულება მხოლოდ პროდუქციის მრავალფეროვნება არ არის...

Read moreDetails

როგორ იქმნება შინიონები Wigs Room-ის საწარმოში?

by NewsTodayGeorgia
22.07.2026
0

შინიონი წლების  განმავლობაში იყო ქალბატონების საყვარელი საიდუმლო აქსესუარი, რომელსაც შეუძლია სულ რამდენიმე წამში თმას სასურველი სიგრძე, წარმოუდგენელი მოცულობა და სრულყოფილი ფორმა მიანიჭოს.  თუმცა, სანამ ეს დახვეწილი პროდუქტი ჩვენს...

Read moreDetails

ბუნებრივი VS ხელოვნური პარიკები – რა განსხვავებაა მათ შორის?

by NewsTodayGeorgia
21.07.2026
0

პარიკის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: „რომელი ავირჩიო, ბუნებრივი თუ ხელოვნური?“. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფასზე არ არის დამოკიდებული – ის ყოველდღიური სტილის, ცხოვრების წესისა და ინდივიდუალური მოთხოვნების...

Read moreDetails

ქართული ტრადიციის გაგრძელება თიხის თონეების საშუალებით – ზაქარია კაპანაძის ისტორია

by NewsTodayGeorgia
09.07.2026
0

ქართული პურის ცხობის ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ამ ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაზე დღესაც მუშაობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელობით ისტორიულ მემკვიდრეობას მომავალ...

Read moreDetails

მეღვინეობა „მუხიგული 1770″  –  ბოლნისური მეღვინეობის ისტორიის თანამედროვე გაგრძელება

by NewsTodayGeorgia
12.06.2026
0

  საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ბოლნისი იმ რეგიონებს შორისაა, სადაც მეღვინეობის მრავალათასწლოვანი ტრადიცია განსაკუთრებულად თვალსაჩინოდ იკვეთება. სწორედ ამ ისტორიის გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება მეღვინეობა „მუხიგული 1770", რომელიც ტრადიციას,...

Read moreDetails

Related News

იაპონიაში იენზე მიბმული სტეიბლკოინი გამოუშვეს

02.11.2025

პატარა სიმულაცია გავაკეთეთ და ვნახეთ, რამდენ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბიზნესი

02.11.2025

კიბე კონსალტინგი ქართულ ბაზარზე ოპერირებას სრული სპექტრის ციფრული სერვისებით იწყებს

20.12.2025

კატეგორიები

  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ინვესტიციები
  • კრიპტო
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ჯანმრთელობა

News Today Georgia

გაეცანით NTG-ის ვებსაიტს უახლესი ამბებისა და ბიზნეს სიახლეების სანახავად

ბოლო სიახლე

„აგურილენდი“  – როდესაც ბიზნესი სიყვარულით იწყება და ხარისხით გრძელდება

22.07.2026

პოპულარული სიახლეები

„აგურილენდი“  – როდესაც ბიზნესი სიყვარულით იწყება და ხარისხით გრძელდება

ქართული ტრადიციის გაგრძელება თიხის თონეების საშუალებით – ზაქარია კაპანაძის ისტორია

„დს ესთეტიკსი“ ლაზერული ესთეტიკის ცენტრი დასავლეთ საქართველოში

  • ახალი ამბები
  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ინვესტიციები
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგიები
  • პოლიტიკა
  • ჯანმრთელობა
  • კრიპტო

‎© 2026‎ NTG - Developed by კიბე კონსალტინგი

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ინვესტიციები
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგიები
  • პოლიტიკა
  • ჯანმრთელობა
  • კრიპტო

© 2025 NTG - Developed by კიბე კონსალტინგი.