NTG.GE
  • ახალი ამბები
  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ინვესტიციები
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგიები
  • პოლიტიკა
  • ჯანმრთელობა
  • კრიპტო
No Result
View All Result
ntg.ge
  • ახალი ამბები
  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ინვესტიციები
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგიები
  • პოლიტიკა
  • ჯანმრთელობა
  • კრიპტო
No Result
View All Result
NTG.GE
No Result
View All Result
Home ბიზნესი

პატარა სიმულაცია გავაკეთეთ და ვნახეთ, რამდენ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბიზნესი

NewsTodayGeorgia by NewsTodayGeorgia
02.11.2025
in ბიზნესი, პოლიტიკა, ფინანსები
0
19
SHARES
1.9k
VIEWS

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა.

შეიძლება ასევე მოგეწონოთ

„აგურილენდი“  – როდესაც ბიზნესი სიყვარულით იწყება და ხარისხით გრძელდება

როგორ იქმნება შინიონები Wigs Room-ის საწარმოში?

ბუნებრივი VS ხელოვნური პარიკები – რა განსხვავებაა მათ შორის?

ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს სექტორებისთვის მაკრო შეფასების გაკეთება.

„თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ უზრუნველვყოთ და დავაბლანსოთ შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, მოვახდინოთ მომდევნო წლების შესაძლებლობების დაგეგმარება, რასაც თითოეული დამსაქმებელი შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ამავდროულად სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მაკრო შეფასების გაკეთება უშუალოდ სექტორებისთვის. დღევანდელი შეხვედრისთვის ჩვენ პატარა სიმულაცია გავაკეთეთ და ვნახეთ, თუ მომდევნო წლის და ასევე ხუთი წლის შეფასებით, რამდენ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბიზნესი, ასევე – სად არის გამოწვევები – კონკრეტულად რომელ პოზიციებზე, რომელ სექტორებში. შემდგომ გავაკეთეთ მაკრო შეფასება იმ ახალ სექტორებთან მიმართებაში და ახალი ინვესტიციების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ველოდებით, ან უკვე ვიცით, რომ განხორციელდება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხვა წევრებმა – განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე პარლამენტის წევრმა შოთა ბერეკაშვილმა.

“ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ ახალი გზამკვლევი, რომლითაც გვეცოდინება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას თითოეულ დარგში სად აქვს გამოწვევა, სად არის კადრის დეფიციტი ან პირიქით. შემდეგ კი, სწორი მოდელით, კარგად ვიმუშაოთ განათლების სამინისტროსთან, რათა თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა – საინფორმაციო, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სექტორები და ა.შ.

„პრემიერმა დღეს არაერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ახალი სამუშაო ძალის გენერირება და პროფესიული განათლება ნამდვილად აჩქარებს ამ პროცესს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით უმოკლეს ვადებში პრემიერ-მინისტრს წარვუდგინოთ ბიზნესისა და სახელმწიფოს შეჯერებული პოზიცია – მომდევნო ხუთწლიან პერსპექტივაში რომელ სექტორებში, რომელ პოზიციებზე და რომელ კონკრეტულ ადგილებზე იქნება საჭიროება იმისთვის, რომ განათლების რეფორმა – იქნება ეს უმაღლესი თუ პროფესიული განათლება, სრულად იყოს ამ ლოგიკაზე აწყობილი, რათა თითოეულ კურსდამთავრებულს ნამდვილად ჰქონდეს შესაძლებლობა შემდგომში სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Share8Tweet5Share1
NewsTodayGeorgia

NewsTodayGeorgia

თქვენთვის რეკომენდებული

„აგურილენდი“  – როდესაც ბიზნესი სიყვარულით იწყება და ხარისხით გრძელდება

by NewsTodayGeorgia
22.07.2026
0

   საქართველოში ბუნებრივი თიხის აგურისა და დეკორატიული ფილების ბაზარზე „აგურილენდი“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სივრცედ ჩამოყალიბდა. კომპანიის დამფუძნებლის, შორენა ჩიტაიშვილის თქმით, მათი მთავარი ღირებულება მხოლოდ პროდუქციის მრავალფეროვნება არ არის...

Read moreDetails

როგორ იქმნება შინიონები Wigs Room-ის საწარმოში?

by NewsTodayGeorgia
22.07.2026
0

შინიონი წლების  განმავლობაში იყო ქალბატონების საყვარელი საიდუმლო აქსესუარი, რომელსაც შეუძლია სულ რამდენიმე წამში თმას სასურველი სიგრძე, წარმოუდგენელი მოცულობა და სრულყოფილი ფორმა მიანიჭოს.  თუმცა, სანამ ეს დახვეწილი პროდუქტი ჩვენს...

Read moreDetails

ბუნებრივი VS ხელოვნური პარიკები – რა განსხვავებაა მათ შორის?

by NewsTodayGeorgia
21.07.2026
0

პარიკის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: „რომელი ავირჩიო, ბუნებრივი თუ ხელოვნური?“. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფასზე არ არის დამოკიდებული – ის ყოველდღიური სტილის, ცხოვრების წესისა და ინდივიდუალური მოთხოვნების...

Read moreDetails

ქართული ტრადიციის გაგრძელება თიხის თონეების საშუალებით – ზაქარია კაპანაძის ისტორია

by NewsTodayGeorgia
09.07.2026
0

ქართული პურის ცხობის ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ამ ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაზე დღესაც მუშაობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელობით ისტორიულ მემკვიდრეობას მომავალ...

Read moreDetails

მეღვინეობა „მუხიგული 1770″  –  ბოლნისური მეღვინეობის ისტორიის თანამედროვე გაგრძელება

by NewsTodayGeorgia
12.06.2026
0

  საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ბოლნისი იმ რეგიონებს შორისაა, სადაც მეღვინეობის მრავალათასწლოვანი ტრადიცია განსაკუთრებულად თვალსაჩინოდ იკვეთება. სწორედ ამ ისტორიის გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება მეღვინეობა „მუხიგული 1770", რომელიც ტრადიციას,...

Read moreDetails

Related News

იაპონიაში იენზე მიბმული სტეიბლკოინი გამოუშვეს

02.11.2025

ყველაზე დიდი საფრთხე ტირანი კი არა, ჩვევაში გამჯდარი გაყურსვაა, მზერის აცილებაა – გოჩა ჯავახიშვილი

02.11.2025

ქართული ტრადიციის გაგრძელება თიხის თონეების საშუალებით – ზაქარია კაპანაძის ისტორია

09.07.2026

კატეგორიები

  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ინვესტიციები
  • კრიპტო
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ჯანმრთელობა

News Today Georgia

გაეცანით NTG-ის ვებსაიტს უახლესი ამბებისა და ბიზნეს სიახლეების სანახავად

ბოლო სიახლე

„აგურილენდი“  – როდესაც ბიზნესი სიყვარულით იწყება და ხარისხით გრძელდება

22.07.2026

პოპულარული სიახლეები

„აგურილენდი“  – როდესაც ბიზნესი სიყვარულით იწყება და ხარისხით გრძელდება

ქართული ტრადიციის გაგრძელება თიხის თონეების საშუალებით – ზაქარია კაპანაძის ისტორია

„დს ესთეტიკსი“ ლაზერული ესთეტიკის ცენტრი დასავლეთ საქართველოში

  • ახალი ამბები
  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ინვესტიციები
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგიები
  • პოლიტიკა
  • ჯანმრთელობა
  • კრიპტო

‎© 2026‎ NTG - Developed by კიბე კონსალტინგი

No Result
View All Result
  • ახალი ამბები
  • ბაზარი
  • ბიზნესი
  • ფინანსები
  • ინვესტიციები
  • მსოფლიო
  • ტექნოლოგიები
  • პოლიტიკა
  • ჯანმრთელობა
  • კრიპტო

© 2025 NTG - Developed by კიბე კონსალტინგი.