საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი წიქარიშვილის დაკავებას.
ჯავახიშვილის თქმით, გიორგი წიქარიშვილი „წესიერი, გულწრფელი პატრიოტი დიპლომატია“, რომელიც ნატოს დეპარტამენტში მუშაობდა და სხვადასხვა მისიებში, მათ შორის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, მრჩევლისა და კონსულის პოზიციებს იკავებდა.
ჯავახიშვილი საკუთარ პოსტში ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას ხშირად უჭირს რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, ხოლო სიმართლის თქმის თავისუფლება მნიშვნელოვანია: „ხალხის ისტორიაში არის მომენტები, როდესაც დუმილი თანამონაწილეობად იქცევა. ახლა ჩვენ ერთ-ერთ ასეთ მომენტში ვართ“.









