ჯანდაცვის სამინისტრომ GMP რეგულაციის გამო 3 000-მდე მედიკამენტს რეგისტრაცია შეუჩერა
ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 3 000-მდე მედიკამენტის რეგისტრაცია დროებით შეაჩერა.
შეჩერების მიზეზი გახდა GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტის სავალდებულო დანერგვა, რომელიც მედიკამენტების წარმოებაში ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მოთხოვნებს აწესებს.
სამინისტროს განმარტებით, რეგულაციის მიზანია ფარმაცევტულ ბაზარზე მხოლოდ იმ პრეპარატების დაშვება, რომლებიც სრულად შეესაბამება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს.
რეგისტრაცია მედიკამენტებს აღუდგებათ მას შემდეგ, რაც მწარმოებლები წარადგენენ მოქმედ GMP სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს მათი საწარმოს შესაბამისობას სტანდარტებთან.









