მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში პლანეტის უმსხვილესი კომპანიები იქნებიან. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გიგანტების მიერ წარმოდგენილი შედეგები იქნება. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი კომპანიები გაგვაცნობენ: Palantir, AMD, Shopify, Uber, Spotify, Qualcomm, Arm და Airbnb.
ტექნოლოგიური გიგანტების პარალელურად, ყურადღებას მიიქცევენ სხვა მსხვილი კომპანიებიც, მათ შორის: McDonald’s, Ferrari, Pfizer და Vertex.
გარდა ამისა, მომავალ კვირას აშშ-ის ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის განახლებულ სტატისტიკას გავეცნობით. ანალიტიკოსების პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებში იქნება.
საინტერესო მონაცემებს გავეცნობით ჩინეთის მხრიდანაც, სადაც ინდუსტრიული წარმოების, სამომხმარებლო ფასების და უძრავი ქონების ინდექსების განახლებაა დაგეგმილი.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის ოქტომბერი)
- სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების სტატისტიკა (2025 წლის I-III კვარტალი)
- მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)









